ქართული ისტორიული საბუთების კატალოგი

არზა ლუარსაბ ონანაშვილისა, ჩალაუბნიდან ნიახურაში გაქცეული ყმის დაბრუნების თაობაზე ოქმი ერეკლე II-ისა ეშიკაღასბაშ გარსევანისადმი, ყმის ნიახურიდან აყრისა და პატრონისთვის მიბარების შესახებ

საუკუნე
XVIII
წელი
1783 წ. 25 აპრილი
ტექსტის მატარებელი

ქაღალდი

ავთენტურობა
დედანი
დაცულობის ადგილი
საქართველოს ეროვნული არქივი, საისტორიო ცენტრალური არქივი.
შიფრი
1448/4803
ძველი სააღრიცხვო-საარქივო ნომერი
1
მასალა

ჭვირნიშნიანი ქაღალდი მოყვითალო, დაწერილი ყავისფერი მელნით 

ფორმა
კოდექსი
კეფების/ფურცლების რაოდენობა
1
ზომები
336X155
დამწერლობის სახეობა
  • მხედრული
მდგომარეობა

მოღწეულია სრული სახით, კარგ მდგომარეობაში

მითითებული თარიღი

ქორონიკონს უოა (1783), აპრილის კე  (25)

ხელრთვა
ბეჭედი
შენიშვნა

1. მინაწერი ერეკლე II-ის: ,,ქ. ნიახურას აშენება მინდა , მარამ უსამართლობა ვერ აშენებს, ისევ სამართალი უფრო ა[ა]შენებს“.

2. ეშიკაღასბაში   - იგივე მანდატურთუხუცესი მეფის კარზე წესრიგის მეთვალყურე საპოლიციო აპარატის მოხელე; მეფის კარის დაცვის უფროსი. ეშიკაღასბაშის მოვალეობაში შედიოდა  განაჩენების სისრულეში მოყვანა. იასაულების გაგზავნა სამართლის აღსასრულებლად. ვახტანგ მეფის სამართლის წიგნის მიხედვით ეშიკაღასბაშს ევალებოდა  გაფანტული ყმების მოგროვება და პატრონისთვის დაბრუნება. სამეფო ეშიკაღასბაშის გარდა იყო ორი სახის ეშიკაღასბაში: ხალვათხანის/ქარხნების (ორი) და  არმის/სასახლის (ორი).   ეს ტერმინი XVIIს-ში მეფე როსტომმა შემოიღო. ექვემდებარებოდნენ: ბოქაულთუხუცესი, ბოქაული, სოიბათიასაული, ყორიასაული, იასაული, მემანდარი, ყაფიჩი.