ქართული ისტორიული საბუთების კატალოგი

კახეთის ლაშქარნივისობის წყალობის წიგნი ერეკლე II-ისა ასლან ვაჩნაძისადმი. დაუნიშნა წლიური ჯამაგირი თვრამეტი თუმნის ოდენობით

საუკუნე
XVIII
წელი
1783 წ. 27 მარტი
ტექსტის მატარებელი

ქაღალდი

ავთენტურობა
დედანი
დაცულობის ადგილი
საქართველოს ეროვნული არქივი, საისტორიო ცენტრალური არქივი.
შიფრი
1448/572
ძველი სააღრიცხვო-საარქივო ნომერი
1; 259
მასალა

ჭვირნიშნიანი ქაღალდი ყვითელი, დაწერილი შავი მელნით 

ფორმა
კოდექსი
კეფების/ფურცლების რაოდენობა
1
ზომები
325X210; რესტავრირებული: 325X230
დამწერლობის სახეობა
  • მხედრული
განკვეთილობა

წერტილი ადგილ-ადგილ

მდგომარეობა

მოღწეულია სრული სახით, რესტავრირებული

მითითებული თარიღი

ქორონიკონს უოა (1783), მარტის კზ (27)

დამტკიცება

სახლთუხუცესი დავით ორბელიანი, მდივანბეგი ქაიხოსრო ანდრონიკაშვილი, მდივანი იოსებ, მელიქი ავეტიქა, [მამასახლისი] აშხარბეგი; გიორგი XII

ხელრთვა
ბეჭედი
გამოცემები

ერეკლე II-ის მიერ გაცემული საბუთები, 1736-1797 წლები, 2008 წ. გვ.140

შენიშვნა

ლაშქარნივისი– ,,საქართველოს სამხედრო კანცელარიის მოხელე, ლაშქრის მწერალი და ანგარიშის შემნახველი" - ჩამოყალიბდა ერეკლე II-ის მიერ ჩატარებული სამხედრო რეფორმების შედეგად; ევალებოდა მოსახლეობის აღწერა, ჯარში გასაწვევი ხალხის სიების შედგენა, სამხედრო ხასიათის მიმოწერის წარმოება, ჯარისთვის ჯამაგირის გაცემა; XVIII ს-ში  ქართლ-კახეთის სამეფოში ექვსი ლაშქარნივისი ყოფილა.

პირი, ფ.1461, 9/26, გვ.8v-9r.