ქართული ისტორიული საბუთების კატალოგი

ოქმი ერეკლე II-ისა გოგია თუმანიშვილისადმი, მდივან შიოშისა და ჩერქეზიშვილების სადავო მამულებისა და მიჯნების საქმის გასარჩევად სანდო კაცის ხელით საბუთების მეფესთან გაგზავნის შესახებ

საუკუნე
XVIII
წელი
1782 წ. 17 დეკემბერი.
ტექსტის მატარებელი

ქაღალდი

ავთენტურობა
დედანი
დაცულობის ადგილი
საქართველოს ეროვნული არქივი, საისტორიო ცენტრალური არქივი.
შიფრი
1448/436
ძველი სააღრიცხვო-საარქივო ნომერი
251
მასალა

ჭვირნიშნიანი ქაღალდი ყავისფერი, დაწერილი შავი მელნით 

ფორმა
კოდექსი
კეფების/ფურცლების რაოდენობა
1
ზომები
144X140; რესტავრირებული: 150X151
დამწერლობის სახეობა
  • მხედრული
განკვეთილობა

 წერტილი ადგილ ადგილ 

მდგომარეობა

დაზიანების გამი პირველ სტრიქონს რამდენიმე სიტყვა აკლია, რესტავრირებული

მითითებული თარიღი

ქორონიკონს უო (1782), ქრისტეშობისთვის იზ (17)

ხელრთვა
ბეჭედი
შენიშვნა

1. კოლექციაში ინახება ერთი და   იგივე ოქმის ორი დედანი: ფ.1448/436 და  ფ.1448/10087; ზომა 172X131; რესტავრირებული: 209X160. ორივე საბუთი დაზიანებული სახით არის მიღწეული და ავსებენ ერთმანეთს.

2. პირი, ფ.1461, 9/25, 8v.

3. მდივანი (არაბ. - სახელმწიფო საბჭო, სამეფო კანცელარია) - საპატიო მოხელე, რომელიც სამეფო კარზე და სახელმწიფო დაწესებულებებში  ადგენდა სხვადასხვა სახის დოკუმენტებს; საამისოდ ის გადიოდა საგანგებო მომზადებას; მდივნისათვის აუცილებელ ძირითად მოთხოვნას წარმოადგენდა: დიდი განათლება, ენების ცოდნა და სამდივნო საქმეში დახელოვნება. ყველა მდივანი თანაბარი უფლებებით სარგებლობდნენ და ,,უხუცესი" არ ჰყავდათ. ქართლ-კახეთში ექვსი მდივანი ჰყოლიათ. ერეკლე II-ის დროს მათი რიცხვი ათამდე გაზრდილა. მდივანი არა მარტო ადგენდა საბუთებს, არამედ უშუალო მონაწილეობასაც ღებულობდა ამა თუ იმ ღონისძიების გატარებაში.  მდივნობა შემოსავლიანი და საპატიო სახელო იყო. მდივნობა მემკვიდრეობით გადადიოდა.