ქართული ისტორიული საბუთების კატალოგი

არზა იოსებ გედევანიშვილის დედის ელენესი, ბეცია გედევანიშვილის მიერ ორი კომლი ყმის წართმევის მცდელობაზე ოქმი ერეკლე II-ისა ეშიკაღასბაშ დიმიტრისადმი, სადავო საქმის სასწრაფოდ და სამართლიანად გადაწყვეტის შესახებ

საუკუნე
XVIII
წელი
1782 წ. 13 დეკემბერი.
ტექსტის მატარებელი

ქაღალდი

ავთენტურობა
პირი
დაცულობის ადგილი
საქართველოს ეროვნული არქივი, საისტორიო ცენტრალური არქივი.
შიფრი
1450, 28/23, 23v-24r
მასალა

ქაღალდი ცისფერი, დაწერილი შავი მელნით

ფორმა
კოდექსი
კეფების/ფურცლების რაოდენობა
2
დამწერლობის სახეობა
  • მხედრული
მდგომარეობა

მოღწეულია სრული სახით, კარგ მდგომარეობაში 

მითითებული თარიღი

ქორონიკონსა უო (1782), დეკემბრის იბ (12)  

ბეჭედი
შენიშვნა

1. რეგისტრირებულია რუსეთის ადმინისტრაციის მიერ 1821 წ. 5 მარტს, სოვეტნიკი გაბრიელ რატიევი. 

2. მინაწერი: ,,ასლი სიგელი მივიღე ერასტი გედევანოვი".

3, ეშიკაღასბაში (ოსმალ. ეშიკ - ზღურბლი.  აღა -ნ ბარონი, ბაში - თავი)  – (იგივე მანდატურთუხუცესი) მეფის კარზე წესრიგის მეთვალყურე საპოლიციო აპარატის მოხელე; მეფის კარის დაცვის უფროსი.   ეშიკაღასბაშის მოვალეობაში შედიოდა სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის სისრულეში მოყვანა. იასაულების გაგზავნა სამართლის აღსასრულებლად. ვახტანგ მეფის სამართლის წიგნის მიხედვით ეშიკაღასბაშს ევალებოდა გაფანტულიყმების მოგროვება და პატრონისთვის დაბრუნება. სამეფო ეშიკაღასბაშის გარდა იყო ორი სახის ეშიკაღასბაში: ხალვათხანის/ქარხნების (ორი) და  არმის/სასახლის (ორი).   ეშიკაღასბაში როგორც ტერმინი XVII ს-ში როსტომ მეფემ შემოიღო. ექვემდებარებოდნენ: ბოქაულთუხუცესი, ბოქაული, სოიბათიასაული, ყორიასაული, იასაული, მემანდარი, ყაფიჩი.  ძირითადად სასახლის მოხელეებად ითვლებოდნენ, თუმცა ტერიტორიულ-ადმინისტრაციულ მოხელეებადაც (კახეთის, ქართლის) იყვნენ. ყველა სახის ეშიკაღასბაში საპოლიციო აპარატის მოხელეები არიან.

4. კომლი/საკომლო - გლეხის მეურნეობის ერთეული -  ,,საგლეხო მამული" ანუ ,,საკომლო". საქართველოს სხვადასხვა კუთხეში საკომლოს რაოდენობა განსხვავებული იყო იმის მიხედვით თუ რა დარგი იყო განვითარებული, ან მიწის ნაყოფიერება როგორი იყო.