ქაღალდი
ქაღალდი ლურჯი, დაწერილი შავი მელნით
მოღწეულია სრული სახით, კარგ მდგომარეობაში
ქორონიკონსა უო (1782), ოქტომბრის კვ (26)
1. რეგისტრირებულია რუსეთის ადმინისტრაციის მიერ 1820 წ. 19 ივნისს.
2. მოასილი (იგივე მზევალი) - გადასახადების ამკრეფი, დაბალი ჩინის საპოლიციო აპარატის მოხელე, იასაულის მსგავსი, შედიოდა ეშიკაღასბაშის დაქვემდებარებაში
3. მუსტაფი/მუსტოფი (არაბ) - პირობის წერილის ბეჭდით დამამტკიცებელი. საბუთზე ბეჭდის დამსმელი; ანგარიშების დამწერი მთავარი მოხელე; მდივანთა უფროსი. მუსტოფის მოვალეობას ,,ციხის მეთოფეთა“ აღწერაც ევალებოდათ. გაზაფხულზე მეჯოგესთან და ჩარფა ნაზირთან ერთად კვიცების აღწერა და დადაღვა ევალებოდა. მას მორდარის მსგავსად საბუთებიც უნდა დაებეჭდა. მეფის მეურნეობის ყველა დარგის შესახებ ანგარიშს აწარმოებდა და შექონდა თავის დავთარში.