ქართული ისტორიული საბუთების კატალოგი

ბრძანება ერეკლე II-ისა გლახა ციციშვილისადმი, მდივნების: სულხან თუმანიშვილის და გოვჰარის მიერ სასამართლოში საქმის გასარჩევად სადავო სახლის საბუთების მიტანის შესახებ

საუკუნე
XVIII
წელი
1782 წ. 22 ოქტომბერი
ტექსტის მატარებელი

ქაღალდი

ავთენტურობა
დედანი
დაცულობის ადგილი
საქართველოს ეროვნული არქივი, საისტორიო ცენტრალური არქივი.
შიფრი
1448/3026
ძველი სააღრიცხვო-საარქივო ნომერი
250
მასალა

ჭვირნიშნიანი ქაღალდიღია ყავისფერი, დაწერილი შავი მელნით 

ფორმა
კოდექსი
კეფების/ფურცლების რაოდენობა
1
ზომები
132X125;  რესტავრირებული:  166X160
დამწერლობის სახეობა
  • მხედრული
განკვეთილობა

 წერტილი ადგილ-ადგილ

მდგომარეობა

მოღწეულია სრული სახით, რესტავრირებული

მითითებული თარიღი

ქორონიკონს უო (1782), ოქტომბრის კბ (22)

ხელრთვა
ბეჭედი
შენიშვნა

1. მდივანი (არაბ. - სახელმწიფო საბჭო, სამეფო კანცელარია) - საპატიო მოხელე, რომელიც სამეფო კარზე და სახელმწიფო დაწესებულებებში  ადგენდა სხვადასხვა სახის დოკუმენტებს; საამისოდ ის გადიოდა საგანგებო მომზადებას; მდივნისათვის აუცილებელ ძირითად მოთხოვნას წარმოადგენდა: დიდი განათლება, ენების ცოდნა და სამდივნო საქმეში დახელოვნება. ყველა მდივანი თანაბარი უფლებებით სარგებლობდნენ და ,,უხუცესი" არ ჰყავდათ. ქართლ-კახეთში ექვსი მდივანი ჰყოლიათ. ერეკლე II-ის დროს მათი რიცხვი ათამდე გაზრდილა. მდივანი არა მარტო ადგენდა საბუთებს, არამედ უშუალო მონაწილეობასაც ღებულობდა ამა თუ იმ ღონისძიების გატარებაში.  მდივნობა შემოსავლიანი და საპატიო სახელო იყო. მდივნობა მემკვიდრეობით გადადიოდა.

2. პირი, ფ.1461, 9/24, 8r.