ქართული ისტორიული საბუთების კატალოგი

განაჩენი მდივან დავითისა, გურამიშვილების გაყრისა და მამულის განაწილების შესახებ, დამტკიცებული ერეკლე II-ის მიერ

საუკუნე
XVIII
წელი
1781 წ. 14 მაისი
ტექსტის მატარებელი

ქაღალდი

ავთენტურობა
პირი
დაცულობის ადგილი
საქართველოს ეროვნული არქივი, საისტორიო ცენტრალური არქივი.
შიფრი
1450, 15/1, 1r-4r
მასალა

ქაღალდი ცისფერი, დაწერილი შავი მელნით.

ფორმა
კოდექსი
კეფების/ფურცლების რაოდენობა
4
დამწერლობის სახეობა
  • მხედრული
განკვეთილობა

წერტილი ერთგან.

მდგომარეობა

მოღწეულია სრული სახით, კარგ მდგომარეობაში.

მითითებული თარიღი

ქორონიკონს უΩთ(1781), მაისის იდ (14).  

დამტკიცება

ბატონიშვილი გიორგი

ბეჭედი
გამოცემები

ისიდორე დოლიძე, ქართული სამართლის ძეგლები, ტ. V, 1974 წ. გვ.1-4.

შენიშვნა

1. მეფემ განაჩენის აღსრულება დაავალა ეშიკაღასბაშ გარსევანს.

2. რეგისტრირებულია რუსეთის ადმინისტრაციის მიერ 1820 წ. 10 იანვარი, სოვეტნიკი დიმიტრი თარხანოვი.

3. მდივანი (არაბ. - სახელმწიფო საბჭო, სამეფო კანცელარია) - საპატიო მოხელე, რომელიც სამეფო კარზე და სახელმწიფო დაწესებულებებში  ადგენდა სხვადასხვა სახის დოკუმენტებს; საამისოდ ის გადიოდა საგანგებო მომზადებას; მდივნისათვის აუცილებელ ძირითად მოთხოვნას წარმოადგენდა: დიდი განათლება, ენების ცოდნა და სამდივნო საქმეში დახელოვნება. ყველა მდივანი თანაბარი უფლებებით სარგებლობდნენ და ,,უხუცესი" არ ჰყავდათ. ქართლ-კახეთში ექვსი მდივანი ჰყოლიათ. ერეკლე II-ის დროს მათი რიცხვი ათამდე გაზრდილა. მდივანი არა მარტო ადგენდა საბუთებს, არამედ უშუალო მონაწილეობასაც ღებულობდა ამა თუ იმ ღონისძიების გატარებაში.  მდივნობა შემოსავლიანი და საპატიო სახელო იყო. მდივნობა მემკვიდრეობით გადადიოდა.