ქართული ისტორიული საბუთების კატალოგი

ოქმი ერეკლე II-ისა ეშიკაღასბაშ ჯარდანისადმი, მეფის ავადმყოფი ნათესავის დიმიტრი თარხნიშვილისთვის ,,ფრა პატრი“ ანტონისგან წამლების წამოღების და იმერეთის მეფე სოლომონ I-ის დასახვედრად ალში გამგზავრების შესახებ

საუკუნე
XVIII
წელი
1782 წ. 19 აგვისტო.
ტექსტის მატარებელი

ქაღალდი

ავთენტურობა
დედანი
დაცულობის ადგილი
საქართველოს ეროვნული არქივი, საისტორიო ცენტრალური არქივი.
შიფრი
1448/3635
ძველი სააღრიცხვო-საარქივო ნომერი
14; 18; 30
მასალა

ქაღალდი ყავისფერი, დაწერილი შავი მელნით 

ფორმა
კოდექსი
კეფების/ფურცლების რაოდენობა
1
ზომები
170X153; რესტავრირებული: 193X180
დამწერლობის სახეობა
  • მხედრული
განკვეთილობა

 წერტილი ადგილ ადგილ

მდგომარეობა

მოღწეულია სრული სახით, რესტავრირებული

მითითებული თარიღი

ქორონიკონს უო (1782), აგვისტოს ით (19)

ხელრთვა
ბეჭედი
შენიშვნა

1.  პირი, ფ.1753/61, გვ.75.

2.  ეშიკაღასბაში (ოსმალ. ეშიკ - ზღურბლი.  აღა -ნ ბარონი, ბაში - თავი)  – (იგივე მანდატურთუხუცესი) მეფის კარზე წესრიგის მეთვალყურე საპოლიციო აპარატის მოხელე; მეფის კარის დაცვის უფროსი.   ეშიკაღასბაშის მოვალეობაში შედიოდა სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის სისრულეში მოყვანა. იასაულების გაგზავნა სამართლის აღსასრულებლად. ვახტანგ მეფის სამართლის წიგნის მიხედვით ეშიკაღასბაშს ევალებოდა გაფანტულიყმების მოგროვება და პატრონისთვის დაბრუნება. სამეფო ეშიკაღასბაშის გარდა იყო ორი სახის ეშიკაღასბაში: ხალვათხანის/ქარხნების (ორი) და  არმის/სასახლის (ორი).   ეშიკაღასბაში როგორც ტერმინი XVII ს-ში როსტომ მეფემ შემოიღო. ექვემდებარებოდნენ: ბოქაულთუხუცესი, ბოქაული, სოიბათიასაული, ყორიასაული, იასაული, მემანდარი, ყაფიჩი.  ძირითადად სასახლის მოხელეებად ითვლებოდნენ, თუმცა ტერიტორიულ-ადმინისტრაციულ მოხელეებადაც (კახეთის, ქართლის) იყვნენ. ყველა სახის ეშიკაღასბაში საპოლიციო აპარატის მოხელეები არიან.