ქაღალდი
ქაღალდი ყავისფერი, დაწერილი შავი მელნით.
წერტილი ადგილ ადგილ.
მოღწეულია სრული სახით, რესტავრირებული.
ქორონიკონს უო (1782), აგვისტოს იბ (12).
1. ბარათს ახლავს ტეტია ქუმსისშვილის ხელწერილი ორი თუმნის მიღების შესახებ: ,,ქ. მე ქუმსისშვილს ტეტიას ამ ბარათისა ორი თუმანი ნაღდი მამბარდა“.
2. გვიანდელი მინაწერი: ,,ანგარიში გაიარა“.
3. თავლიდარი/თავილდარი/თავლდარი - მოხელე, რომელიც იბარებდა სამეფო შემოსავალს როგორც ნატურით ისე ფულად და აწარმოებდა ანგარიშს. მოლარეთუხუცესის თანაშემწე. სალაროს თავლიდარი და საჯინიბოს თავლიდარი ინახავდა ნივთებს საწყობში, გასცემდა მას და აწარმოებდა ანგარიშს. ქარხნის შემოსავლის თავლიდარი, სამდივანბეგოს შემოსავლის თავლიდარი.
4. ყულუღჩი/ყულუხჩი - ხელზე მომსახურე, მსახური.