ქართული ისტორიული საბუთების კატალოგი

განაჩენი მდივან სოლომონ ბეგთაბეგიშვილის და ზაზა გაბაშვილისა, მდივანბეგ სოლომონის და წინამძღვარ ეფთვიმეს სახლების საწვიმრის სადინარის ქალაქის განწესების მიხედვით განაწილების შესახებ, დამტკიცებული ერეკლე II-ის ბრძანებით

საუკუნე
XVIII
წელი
1792 წ. 21 ივნისი
ტექსტის მატარებელი

ქაღალდი

ავთენტურობა
პირი
დაცულობის ადგილი
საქართველოს ეროვნული არქივი, საისტორიო ცენტრალური არქივი.
შიფრი
1449/2783
მასალა

ქაღალდი თეთრი, დაწერილი შავი მელნით.

ფორმა
კოდექსი
კეფების/ფურცლების რაოდენობა
1
დამწერლობის სახეობა
  • მხედრული
განკვეთილობა

ერთი და ორი წერტილი ადგილ-ადგილ.

მდგომარეობა

მოღწეულია სრული სახით, კარგ მდგომარეობაში.

მითითებული თარიღი

ქორონიკონს უპ (1792), ივნისის კა (21).

დამტკიცება

ერეკლე II, ავთანდილ მირიმანაშვილი

ბეჭედი
გამოცემები

1. სარგის კაკაბაძე, ისტორიული საბუთები, ტ.V, გვ.111-112.

2. ისიდორე დოლიძე, ქართული სამართლის ძეგლები, ტ.V, 1974 წ. გვ.573-575.

შენიშვნა

1. ამონარიდი განაჩენიდან: ,,წინამძღვარმა ეკლესიის ბანის წყალს ისეთი გზა უნდა მისცეს, რომ თავისს მამულში ბანის წყალი ადინოს ქალაქის განწესების რიგზე ასე მიხუდით, და ნება მის უმაღლესობის აღსრულდეს".

2. საბუთი გადაწერილია სარგის კაკაბაძის მიერ XX ს-ის დასაწყისში.

3. დედნის აღწერა სარგის კაკავაძის მიერ: ,,1792 წ. ნათლისმცემ. მონასტრ. საბ. N242, მოლუტჯ. ქაღალ. 40X27 სანტ.".

4. მდივანბეგი (თურქ. სპარს.) -  სამეფოს უმაღლესი მსაჯული, უფროსი მოსამართლე; სასამართლოს თავმჯდომარე, მეფის მუდმივი მოსამართლე; მსაჯულთუხუცესი. მრჩეველი. პირველად იყვნენ ცოტანი, XVIII ს.ში ოცდაათს გადააჭარბა.

5. მდივანი (არაბ. - სახელმწიფო საბჭო, სამეფო კანცელარია) - საპატიო მოხელე, რომელიც სამეფო კარზე და სახელმწიფო დაწესებულებებში  ადგენდა სხვადასხვა სახის დოკუმენტებს; საამისოდ ის გადიოდა საგანგებო მომზადებას; მდივნისათვის აუცილებელ ძირითად მოთხოვნას წარმოადგენდა: დიდი განათლება, ენების ცოდნა და სამდივნო საქმეში დახელოვნება. ყველა მდივანი თანაბარი უფლებებით სარგებლობდნენ და ,,უხუცესი" არ ჰყავდათ. ქართლ-კახეთში ექვსი მდივანი ჰყოლიათ. ერეკლე II-ის დროს მათი რიცხვი ათამდე გაზრდილა. მდივანი არა მარტო ადგენდა საბუთებს, არამედ უშუალო მონაწილეობასაც ღებულობდა ამა თუ იმ ღონისძიების გატარებაში.  მდივნობა შემოსავლიანი და საპატიო სახელო იყო. მდივნობა მემკვიდრეობით გადადიოდა.

6. ქალაქი - ,,მრავალი შენობა შუკა-ბაზრებითუღთ; მოზღუდული გალავნით. წოდება თფილის ქალაქისა. სიტყვა ქალაქში ყოველთვის იგულისხმებოდა თბილისი.