ქაღალდი
ქაღალდი თეთრი, დაწერილი შავი მელნით.
მოღწეულია სრული სახით, კარგ მდგომარეობაში.
ქორონიკონი უმგ (1755), ენკენისთვის კა (სექტემბრის 21)
1. მეფემ საეკლესიო ყმა პაატა ბეროშვილი გაათავისუფლა გადასახადებისაგან გარდა ლაშქარნადირობისა.
2. დამწერი ბერი იოვანე: ,,მე იოვანე ბერი ამ სიგლის პირს ვსწერ. ჭეშმარიტად მართალი არის; რაც ამ სიგელში ეწერა ის დამიწერია. სწორე არის ეს სიგელი და მოწამეცა ვარ. დაიწერა ეს სიგელი მარტს გ (3), წელთა ჩყიზ (1817).
3. აზატი (სპარს) - თავისუფალი, გათავისუფლებული ყმა.
4. აზატობის წიგნი - ყმობისგან გათავისუფლების წიგნი.
5. ლაშქარნადირობა - სამეფო ნადირობის დროს სამხედრო სავალდებულო საომარი ვარჯიში. ნადირობისას მონადირეები სწავლობდნენ მარჯვე სროლას, სიმკვირცხლეს, განსაცდელის ატანას, დისციპლინას. ამიტომ მეფე არავის ათავისუფლებდა ლაშქარნადირობისგან მოხუცებისა და უძლურების გარდა.