ქაღალდი
ქაღალდი ლურჯი, დაწერილი შავი მელნით
მოღწეულია სრული სახით, კარგ მდგომარეობაში
ქორონიკონსა უო (1782), თიბათვის კჰ (ივნისის 28)
1. რეგისტრირებულია რუსეთის ადმინისტრაციის მიერ 1821 წ. 21 ივნისს, სოვეტნიკი გაბრიელ რატიევი.
2. ეშიკაღასბაში – (იგივე მანდათურთუხუცესი) მეფის კარზე წესრიგის მეთვალყურე საპოლიციო აპარატის მოხელე; მეფის კარის დაცვის უფროსი. ეშიკაღასბაშის მოვალეობაში შედიოდა განაჩენების სისრულეში მოყვანა. იასაულების გაგზავნა სამართლის აღსასრულებლად. ვახტანგ მეფის სამართლის წიგნის მიხედვით ეშიკაღასბაშს ევალებოდა გაფანტული ყმების მოგროვება და პატრონისთვის დაბრუნება. სამეფო ეშიკაღასბაშის გარდა იყო ორი სახის ეშიკაღასბაში: ხალვათხანის (ორი) და არმის (ორი). ეშიკაღასბაში როგორც ტერმინი XVII ს-ში შემოვიდა მეფე როსტომის დროს. ყველა სახის ეშიკაღასბაში საპოლიციო აპარატის მოხელეები არიან.
3. სახასო (ყმა-მამული) - სამეფო სახლის საკუთრება, რომლის განკარგვა მხოლოდ მეფეს შეეძლო; ფეოდალის სახლის საერთო - საგვარეულო ქონება.