ქართული ისტორიული საბუთების კატალოგი

არზა ხოვლელ ბიჭიკაშვილებისა, მებატონე ზაალ ჯავახიშვილის მიერ ზედმეტი გადასახადების მოთხოვნის თაობაზე ოქმი ერეკლე II-ისა ყორიასაულბაშ ზაზასადმი, სასამართალოში საქმის სამართლიანად გარჩევის და გადასახადების განწესების მიხედვით განაწილების შესახებ

საუკუნე
XVIII
წელი
1782 წ. 6 ივნისი.
ტექსტის მატარებელი

ქაღალდი

ავთენტურობა
დედანი
დაცულობის ადგილი
საქართველოს ეროვნული არქივი, საისტორიო ცენტრალური არქივი.
შიფრი
1448/5398
ძველი სააღრიცხვო-საარქივო ნომერი
1, 18, 19
მასალა

ჭვირნიშნიანი ქაღალდი ყვითელი, დაწერილი შავი და ყავისფერი მელნით 

ფორმა
კოდექსი
კეფების/ფურცლების რაოდენობა
1
ზომები
404X220; რესტავრაციის შემდეგ: 414X235
დამწერლობის სახეობა
  • მხედრული
განკვეთილობა

წერტილი ადგილ ადგილ

მდგომარეობა

მოღწეულია სრული სახით, რესტავრირებული

მითითებული თარიღი

 ქორონიკონს უო (1782), ივნისის ვ (6)

ხელრთვა
ბეჭედი
შენიშვნა

1. V-ზე ახლავს ბარათი ნაიბეშიკაღასბაშ-ყორიასაულბაშ ზაზასი თარხნიშვილისადმი, სასამართლოში მოდავეების  სასწრაფოდ მოყვანის შესახებ.

2. საბუთის თავში აქვს დიდი ზომის ქანწილი  შესრულებული შავი მელნით.

3. პირი,  ფ.1449/665.

4.ყორიასაულბაში (თურქ.)  - პოლიციის ხელჯოხიანი (,,პყრობისა და რისხვის")  საპატიო მოხელე, იასაულების უფროსი; ეძლეოდა მნიშვნელოვანი საგარეო ხასიათის დავალებები. სავარაუდოდ, მათ ელჩებად აგზავნიდნენ მეზობელ ქვეყნებში. ეშიკაღასბაშის მოადგილე.,

5. ეშიკაღასბაში – (იგივე მანდათურთუხუცესი) მეფის კარზე წესრიგის მეთვალყურე საპოლიციო აპარატის მოხელე; მეფის კარის დაცვის უფროსი. ეშიკაღასბაშის მოვალეობაში შედიოდა განაჩენების სისრულეში მოყვანა. იასაულების გაგზავნა სამართლის აღსასრულებლად. ვახტანგ მეფის სამართლის წიგნის მიხედვით ეშიკაღასბაშს ევალებოდა გაფანტული ყმების მოგროვება და პატრონისთვის დაბრუნება. სამეფო ეშიკაღასბაშის გარდა იყო ორი სახის ეშიკაღასბაში: ხალვათხანის (ორი) და  არმის (ორი).   ეშიკაღასბაში როგორც ტერმინი  XVII ს-ში შემოვიდა მეფე როსტომის დროს. ყველა სახის ეშიკაღასბაში საპოლიციო აპარატის მოხელეები არიან. 

6. ეშიკაღასბაშის ნაიბი - ეშიკაღასბაშის მოადგილე. ეშიკაღასბაშს რამდენიმე მოადგილე ჰყავდა