ქართული ისტორიული საბუთების კატალოგი

ოქმი ერეკლე II-ისა მიმბაშ ოთარისადმი ყარაბაღიდან ხუნძახის ნაფანტი ჯარის ქართლში მოსალოდნელი შემოჭრის გამო ივნისის მორიგეებთან ერთად მეფესთან გამოცხადების შესახებ

საუკუნე
XVIII
წელი
1782 წ. 24 მაისი.
ტექსტის მატარებელი

ქაღალდი

ავთენტურობა
დედანი
დაცულობის ადგილი
საქართველოს ეროვნული არქივი, საისტორიო ცენტრალური არქივი.
შიფრი
1448/375
ძველი სააღრიცხვო-საარქივო ნომერი
81, 243
მასალა

 ჭვირნიშნიანი ქაღალდი ყავისფერი, დაწერილი შავი და ყავისფერი მელნით 

ფორმა
კოდექსი
კეფების/ფურცლების რაოდენობა
1
ზომები
206X164; რესტავრაციის შემდეგ:  214X182
დამწერლობის სახეობა
  • მხედრული
განკვეთილობა

წერტილი ადგილ ადგილ

მდგომარეობა

მოღწეულია სრული სახით, რესტავრირებული

მითითებული თარიღი

ქორონიკონს უო (1782), მაისის კდ (24)

ხელრთვა
ბეჭედი
შენიშვნა

1. ახლავს დიდი ზომის ქანწილი, შესრულებული შავი მელნით.

2. მინაწერი v-ზე: ,,ქ. ღვთით ოთარ მინბაშს მიუვიდეს".

3. პირი, ფ.1461, 9/16, გვ.6.

4. მიმბაში/მინბაში (თურქ.) - ათასისთავი, ციხისთავი მინბაში თავისი შინაარსით ციხის უფროსს, ციხის თავს ნიშნავს. მათ მეციხოვნეები ექვემდებარებოდნენ.  მინბაშის უპირველესი ამოცანა იყო ციხე-სიმაგრე მოემარაგებინა მცველებით, იარაღით, პროდუქტებით. მინბაში მეფის შემდეგ ერთადერთი ბატონ-პატრონი იყო ციხისა. ,,მინბაშს" ქართული ტერმინი ციხისთავი არ განუდევნია  და საბუთებში ხშირად გვხვდება ორივე სახელი.  XVIII-ის  II ნახ.-ში მისი მნიშვნელობა შეიცვალა და როცა ერეკლე II-ემ მორიგე ჯარი შექმნა, ჯარის  უფროსებად მინბაშები  დააყენა, ერეკლემ მათ დაავალა მორიგე ჯარის გაწვრთნა და ჯარში წესრიგის დაცვა. მაშასადამე მინბაშები ციხის უფროსობის გარდა  ჯარის სამხედრო მეცადინეობასაც ხელმძღვანელობდნენ. ისინი სამეფო სამხედრო უწყების მოხეელები და საპატიო მოხელეებად ითვლებოდნენ. მინბაში ზოგჯერ  ქალაქის კომენდანტადაც ინიშნებოდა.