ქართული ისტორიული საბუთების კატალოგი

ოქმი ერეკლე II-ისა მდივანბეგ ბეჟან და ფშავის მოურავ ჯარდან [ჩოლოყაშვილისადმი], ციხისთავისშვილების სადავო წისქვილის საქმეზე სამართლიანი განაჩენის გამოტანის შესახებ

საუკუნე
XVIII
წელი
1782 წ. 10 აპრილი.
ტექსტის მატარებელი

ქაღალდი

ავთენტურობა
დედანი
დაცულობის ადგილი
საქართველოს ეროვნული არქივი, საისტორიო ცენტრალური არქივი.
შიფრი
1448/10495
მასალა

ქაღალდი ღია ყავისფერი, დაწერილი შავი და ყავისფერი მელნით

ფორმა
კოდექსი
კეფების/ფურცლების რაოდენობა
1
ზომები
159X150; რესტავრაციის შემდეგ: 171X156
დამწერლობის სახეობა
  • მხედრული
განკვეთილობა

წერტილი, მძიმე და ტირე ადგილ ადგილ

მდგომარეობა

მოღწეულია სრული სახით, რესტავრირებული

მითითებული თარიღი

ქორონიკონს უო (1782), აპრილის ი (10)

ხელრთვა
ბეჭედი
შენიშვნა

1. ამონარიდი ოქმიდან: მეფის მიმართვა მოსამართლეებისადმი - ,,ღ(მერ)თს გაფიცებთ და თქვენ სარწმუნოებას, თქვენ ამაში არც იქით გადასწიოთ სამართალი და არც აქეთ და სისწორით გაუსამართლოთ".

2. მოურავი  - ეკონომი, მეურვე დანიშნული სამეფო ხელისუფლების მიერ. საბუთებში გვხვდება X-XI სს-დან. XVIII ს-ში მოურავის ფუნქციები გაიზარდა და იგი  მმართველობის ადგილობრივი აპარატის მოხელეა ქალაქსა და სოფელში  ითავსებდა სასამართლო მოხელის ფუნქციასაც. სოფლის მოურავი ინიშნებოდა  სამეფო ხელისუფლების მიერ. XVIII ს-ის ქართლა და კახეთში 38-38  მოურავი იყო   და ჰყავდათ მოურავთუხუცესი. ეს თანამდებობა არ იყო მემკვიდრეობითი.

3. მდივანბეგი (თურქ. სპარს.) -  სამეფოს უმაღლესი მსაჯული; სასამართლოს თავმჯდომარე მეფის მუდმივი მოსამართლე; მსაჯულთუხუცესი. მრჩეველი. პირველად იყვნენ ცოტანი, XVIII ს.ში ოცდაათს გადააჭარბა.

4. წისქვილი - ძლიერი სოფლის აუცილებელი შემადგენელი ნაწილი, უკვე XII ს-დან. წისქვილი განსაზღვრავდა სოფლის ეკონომიკურ სიძლიერეს. დიდ სოფლებში ზოგჯერ ორი ან სამი წისქვილი იყო და რამდენიმე სოფელს ემსახურებოდა. ამიტომ მეწისქვილეობა რთული და საპასუხისმგებლო საქმიანობა იყო და იგი მეტწილად თავისუფლდებოდა საფეოდალო და საეკლესიო  გადასახადებისგან. სოფლის გაყიდვის ან შეწირვის შემთხვევაში, სათანადო საბუთში წისქვილი აუცილებლად აღინიშნებოდა. განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა მდინარე მტკვარზე გამართულ წისქვილებს.

5. ციხისთავი - სამხედრო-ადმინისტრაციული ფუნქციების ადგილობრივი (საქვეყნოდ გამრიგე) მოხელე, თავდაცვითი ნაგებობების - ციხესიმაგრეებისა და მათ გარშემო არსებული ადგილის გამგებელი, ციხის გარნიზონის მეთაური, ციხესიმაგრესთან დაკავშირებული სამხედრო, სამეურნეო და ფინანსური საქმიანობის (საბაჟო საქმე) ხელმძღვანელი.