ქაღალდი
ქაღალდი ნაცრისფერი, დაწერილი შავი მელნით
წერტილი ადგილ ადგილ
მოღწეულია სრული სახით, რესტავრირებული
ქორონიკონს უოზ (1782), დეკემბრის ვ (6)
ერეკლე II, დედოფალი დარეჯანი, კათალიკოსი ანტონ I
1. მინაწერი: ,,შემოწირულია გ. ლეონიძის მიერ 1919 წ. მარტის 10-ს.".
2. აზნაური - პრივილეგირებული მიწათმოქმედი უკვე V ს.-ში, XV ს-დან ძირითადი მასა ფეოდალებისა, პირდაპირ დამოკდებული მეფეზე, თავადებზე და ეკლესიაზე. იყო ოთხი კატეგორია: სამეფო, სადედოფლო, სათავადო და საეკლესიო.
3. წისქვილი - ძლიერი სოფლის აუცილებელი შემადგენელი ნაწილი, უკვე XII ს-დან. წისქვილი განსაზღვრავდა სოფლის ეკონომიკურ სიძლიერეს. დიდ სოფლებში ზოგჯერ ორი ან სამი წისქვილი იყო და რამდენიმე სოფელს ემსახურებოდა. ამიტომ მეწისქვილეობა რთული და საპასუხისმგებლო საქმიანობა იყო და იგი მეტწილად თავისუფლდებოდა საფეოდალო და საეკლესიო გადასახადებისგან. სოფლის გაყიდვის ან შეწირვის შემთხვევაში, სათანადო საბუთში წისქვილი აუცილებლად აღინიშნებოდა. განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა მდინარე მტკვარზე გამართულ წისქვილებს.