ქართული ისტორიული საბუთების კატალოგი

არზა ისაი თამაზის შვილი იაგულაანთის/იაგულაშვილისა, ყოფილი ყმების დაბრუნების თაობაზე. ოქმი ერეკლე II-ისა ეშიკაღასბაშ დიმიტრისადმი, ისაის ყმების შესაგროვებლად იასაულის დანიშვნის შესახებ

საუკუნე
XVIII
წელი
1782 წ. 4 მარტი.
ტექსტის მატარებელი

ქაღალდი

ავთენტურობა
დედანი
დაცულობის ადგილი
საქართველოს ეროვნული არქივი, საისტორიო ცენტრალური არქივი.
შიფრი
1448/850
ძველი სააღრიცხვო-საარქივო ნომერი
68
მასალა

ჭვირნიშნიანი ქაღალდი ყავისფერი, დაწერილი ყავისფერი და შავი მელნით 

ფორმა
კოდექსი
კეფების/ფურცლების რაოდენობა
1
ზომები
334X153; რესტავრაციის შემდეგ: 367X192
დამწერლობის სახეობა
  • მხედრული
განკვეთილობა

ორი წერტილი და ტირე ყოველი აბზაცის ბოლოს

მდგომარეობა

მოღწეულია სრული სახით, რესტავრირებული

მითითებული თარიღი

ქორონიკონს უო (1782), მარტის დ (4)

ხელრთვა
ბეჭედი
შენიშვნა

1. არზას ახლავს წართმეული გლეხების ნუსხა.

 2.  რეგისტრირებულია რუსეთის ადმინისტრაციის მიერ 1821 წ. 20 აგვისტოს, სოვეტნიკი გაბრიელ რატიევი.

3.  პირი, ფ. 1449/3089ა.

4. პირი,ფ.1450, 18/170.

5. ეშიკაღასბაში (ოსმალ. ეშიკ - ზღურბლი.  აღა - ბატონი, ბაში - თავი)  – იგივე მანდატურთუხუცესი, მეფის კარზე წესრიგის მეთვალყურე საპოლიციო აპარატის მოხელე; მეფის კარის დაცვის უფროსი.   ეშიკაღასბაშის მოვალეობაში შედიოდა სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის სისრულეში მოყვანა. იასაულების გაგზავნა სამართლის აღსასრულებლად. ვახტანგ მეფის სამართლის წიგნის მიხედვით ეშიკაღასბაშს ევალებოდა გაფანტულიყმების მოგროვება და პატრონისთვის დაბრუნება. სამეფო ეშიკაღასბაშის გარდა იყო ორი სახის ეშიკაღასბაში: ხალვათხანის/ქარხნების (ორი) და  არმის/სასახლის (ორი).   ეშიკაღასბაში როგორც ტერმინი XVII ს-ში როსტომ მეფემ შემოიღო. ექვემდებარებოდნენ: ბოქაულთუხუცესი, ბოქაული, სოიბათიასაული, ყორიასაული, იასაული, მემანდარი, ყაფიჩი.  ძირითადად სასახლის მოხელეებად ითვლებოდნენ, თუმცა ტერიტორიულ-ადმინისტრაციულ მოხელეებადაც (კახეთის, ქართლის) იყვნენ. ყველა სახის ეშიკაღასბაში საპოლიციო აპარატის მოხელეები არიან.