ქართული ისტორიული საბუთების კატალოგი

განაჩენი ბატონიშვილ გიორგის იოანე ოდიშელიძე-ხუტიაშვილის და მღვდელ გიორგი ბუჩუკურის სადავო მამულის ხუტიაშვილისთვის მიკუთვნების შესახებ, დამტკიცებული ერეკლე II-ის ბრძანებით

საუკუნე
XVIII
წელი
1789 წ. 27 აგვისტო
ტექსტის მატარებელი

ქაღალდი

ავთენტურობა
დედანი
დაცულობის ადგილი
საქართველოს ეროვნული არქივი, საისტორიო ცენტრალური არქივი.
შიფრი
1448/2216
მასალა

ქაღალდი ღია ყავისფერი, დაწერილი შავი მელნით.

ფორმა
კოდექსი
კეფების/ფურცლების რაოდენობა
1
ზომები
350X160
დამწერლობის სახეობა
  • მხედრული
განკვეთილობა

წერტილი ერთგან.

მდგომარეობა

მოღწეულია სრული სახით, კარგ მდგომარეობაში. 

მითითებული თარიღი

ქორონიკონსა უოზ (1789), აგვისტოს  კზ (27).  

დამტკიცება

ბატონიშვილი ვახტანგი

ხელრთვა
ბეჭედი
გამოცემები

 ისიდორე დოლიძე, ქართული სამართლის ძეგლები, ტ.V,1974 წ. გვ.479-481.

შენიშვნა

1.ამონარიდი განაჩენიდან: ,,მათი სიმაღლე მამა ჩვენი მეფე უმტკიცებს  და ჩვენი ძმებიც უმტკიცებენ".

2. განაჩენის აღსრულება დაევალა ბოქაულთუხუცეს-იასაულ ბეჟანს. 

3. ბოქაულთუხუცესი (თურქ.) - საპატიო მოხელე; მეფის მხლებელთა უფროსი, ობერპოლიცმაისტერი. ბოქაულთუხუცესი როგორც აღმასრულებელი  აპარატის მოხელე ასრულებდა სხვადასხვა სახის ბრძანებებს; ბოქაულების უფროსი.  ბოქაულთუხუცესი ეშიკაღასბაშს ექვემდებარებოდა.  ბოქაულთუხუცესი როგორც აღმასრულებელი  აპარატის მოხელე ასრულებდა სხვადასხვა სახის ბრძანებებს,  იღებდა მონაწილეობას სასამართლო გარჩევებში და სისრულეში მოჰყავდა განაჩენები. იგი საპატიო და შემოსავლიანი სახელოა. ბოქაულთუხუცესის თანამდებობა უფრო ძველია ვიდრე ეშიკაღასბაშის (XVI ს-დან იხსენიება). დასავლეთ საქართველოში საპოლიციო აპარატის ხელმძღვანელი ბოქაულთუხუცესი იყო. ეშიკაღასბაშის სახელო არ არსებობდა.

4. იასაული (თურქ.) - ქართულად მანდატური, ბოქაული, ხელჯოხიანი. იგი ადმინისტრაციულ-პოლიციური სამსახურის ყველაზე დაბალი და გავრცელებული მოხელე იყო.  საპოლიციო ხასიათის სამუშაოს აღმსრულებელი, რომელიც  ეშიკაღასბაშის უწყებაში შედიოდა. თბილისში სპეციალური საიასაულო სახლი იყო, სადაც დასაკითხად მიჰყავდათ დამნაშავეები. იასაული იყო განაჩენების და მეფის ბრძანების აღმსრულებელი. მას აგრეთვე აგზავნიდნენ წერილისა თუ ბრძანების ადგილზე გადასაცემად, ვინმეს გამოსასახლებლად. ისინი მრავალ უწყებას ემსახურებოდნენ. სამეფო იასაულები გათვალისწინებული იყო 23 იასაული, სადედოფლო - 17. გარდა ამისა იასაულები ჰყავდათ ერისთავებსაც. ზოგჯერ დიდი მოხელეები ინიშნებოდნენ იასაულებად განაჩენის აღსასრულებლად.