ქართული ისტორიული საბუთების კატალოგი

არზა ალავერდის წმიდა გიორგის ეკლესიაზე მომუშავე ქვის მჭრელებისა, ხელფასის ანაზღაურების თაობაზე ოქმი ერეკლე II-ისა ეშიკაღასბაშ გარსევანისადმი, გასამრჯელოს ხელწერილით გაცემის შესახებ

საუკუნე
XVIII
წელი
1782 წ. 11 თებერვალი.
ტექსტის მატარებელი

ქაღალდი

ავთენტურობა
დედანი
დაცულობის ადგილი
საქართველოს ეროვნული არქივი, საისტორიო ცენტრალური არქივი.
შიფრი
1448/1383
ძველი სააღრიცხვო-საარქივო ნომერი
237
მასალა

 ჭვირნიშნიანი ქაღალდი თეთრი, დაწერილი ყავისფერი  და შავი მელნით 

ფორმა
კოდექსი
კეფების/ფურცლების რაოდენობა
1
ზომები
189X114
დამწერლობის სახეობა
  • მხედრული
განკვეთილობა

 წერტილი ადგილ ადგილ

მდგომარეობა

მოღწეულია სრული სახით, კარგ მდგომარეობაში 

მითითებული თარიღი

ქორონიკონს უო (1782), თებერვლის ია (11)  

ხელრთვა
ბეჭედი
შენიშვნა

პირი, ფ.1461, 8/11, 4v-5r.

ეშიკაღასბაში (ოსმალ. ეშიკ - ზღურბლი.  აღა - ბატონი, ბაში - თავი)  – იგივე მანდატურთუხუცესი, მეფის კარზე წესრიგის მეთვალყურე საპოლიციო აპარატის მოხელე; მეფის კარის დაცვის უფროსი.   ეშიკაღასბაშის მოვალეობაში შედიოდა სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის სისრულეში მოყვანა. იასაულების გაგზავნა სამართლის აღსასრულებლად. ვახტანგ მეფის სამართლის წიგნის მიხედვით ეშიკაღასბაშს ევალებოდა გაფანტულიყმების მოგროვება და პატრონისთვის დაბრუნება. სამეფო ეშიკაღასბაშის გარდა იყო ორი სახის ეშიკაღასბაში: ხალვათხანის/ქარხნების (ორი) და  არმის/სასახლის (ორი).   ეშიკაღასბაში როგორც ტერმინი XVII ს-ში როსტომ მეფემ შემოიღო. ექვემდებარებოდნენ: ბოქაულთუხუცესი, ბოქაული, სოიბათიასაული, ყორიასაული, იასაული, მემანდარი, ყაფიჩი.  ძირითადად სასახლის მოხელეებად ითვლებოდნენ, თუმცა ტერიტორიულ-ადმინისტრაციულ მოხელეებადაც (კახეთის, ქართლის) იყვნენ. ყველა სახის ეშიკაღასბაში საპოლიციო აპარატის მოხელეები არიან.