ქაღალდი
ჭვირნიშნიანი ქაღალდი ღია ყავისფერი, შესრულებული შავი მელნით
ორი წერტილი ყოველი სიტყვის შემდეგ
მოღწეულია სრული სახით, რესტავრირებული
ქორონიკონი უკე (1737), მარტის (ი)
ალექსანდრე/ალი მირზა ბაგრატიონი, დედოფალი დარეჯანი, დედოფალი მარიამი
დოკუმენტები საქართველოს სოციალური ისტორიიდან, რედ. ნიკო ბერძენიშვილი, 1940 წ. გვ. 399
1. ნაცვალი - მოხელე, ვისიმე მოადგილე. ნაცვლებად მცირე შეძლების აზნაურები ინიშნებოდნენ. ისინი მეთვალყურეობას უწევდნენ ქალაქში წესრიგის დაცვას; სოფლად - მოურავის მოადგილე. ამასთანავე ევალებოდათ უცხო ქვეყნებში წამსვლელ-მომსვლელთა თვალის მიდევნება, რის შესახებაც ყოველდღიურ ანგარიშს აბარებდა მოურავს. გარდა ამისა ევალებოდა ვაჭრების მიერ ვაჭრობის წესების დაცვის მეთვალყურეობა. იგი წესრიგს ამყარებდა დოღისა და საერთოდ საზოგადოებრივი გართობის ადგილებში. მას ზომები უნდა მიეღო ხანძრისა და ეპიდემიების შემთხვევაში.
თარხანი (სპარს.) - თავისუფალი, როგორც ყმური დამოკიდებულებისაგან, ასევე სავალდებულო ხარჯისა და გადასახადებისაგან. თარხნობის წიგნი ეძლეოდა გლეხს ან მოქალაქეს.
თარხნობა/სითარხნე (სპარს.) - გადასახადისგან გათავისუფლება, ეს ტერმინი შემოვიდა მონღოლთა ბატონობის შემდეგ ქართული ,,შეუვალობის სიგელის" სანაცვლოდ, რომელიც ნიშნავდა შეწყალებულ გადასახადს.