ქაღალდი
ქაღალდი ლურჯი, დაწერილი შავი მელნით
მოღწეულია სრული სახით, კარგ მდგომარეობაში
ქორონიკონსა უო (1782), თებერვლის ი (10), დაიწერა თბილისში
კათალიკოსი ანტონ I, გიორგი XII, მეფის ძე დავითი
1. რეგისტრირებულია რუსეთის ადმინისტრაციის მიერ 1820 წ. 19 ივნისს, სოვეტნიკი თეიმურაზ ბაგრატიონი.
2. მინაწერი რეგისტრაციაზე: ,,ასლის სიგელი მივიღე ივანე აბაშიძე".
3. მილახვარი - ამილახვრის (სარდლის) მოადგილე; სამხედრო უწყების მაღალი ჩინის მოხელე. მილახვრის თანამდებობა XVIII ს-ში შემოვიდა მეფე თეიმურაზ II-ის დროს. იგი საპატიო და გავლენიანი თანამდებობა იყო. მილახვარი სასამართლო საქმეების გარჩევაშიც იღებს მონაწილეობას და ზოგჯერ სამეურნეო ხასიათის ფუნქციაც ჰქონდა.
4. მილახვარბაში - მილახვრების მეთაური.
5. მოურავი - ეკონომი, მეურვე დანიშნული სამეფო ხელისუფლების მიერ. საბუთებში გვხვდება X-XI სს-დან. XVIII ს-ში მოურავის ფუნქციები გაიზარდა და იგი მმართველობის ადგილობრივი აპარატის მოხელეა ქალაქსა და სოფელში ითავსებდა სასამართლო მოხელის ფუნქციასაც. სოფლის მოურავი ინიშნებოდა სამეფო ხელისუფლების მიერ. XVIII ს-ის ქართლა და კახეთში 38-38 მოურავი იყო და ჰყავდათ მოურავთუხუცესი. ეს თანამდებობა არ იყო მემკვიდრეობითი.