ქართული ისტორიული საბუთების კატალოგი

ბრძანება ერეკლე II-ისა მარტყოფის მოურავ სულხანისადმი, ჩიტრიკაშვილის მიერ დაკავებული ბეითალმანი მიწის თუშმალ გაბრიელისთვის ბოძების შესახებ

საუკუნე
XVIII
წელი
1781 წ. 26 ოქტომბერი.
ტექსტის მატარებელი

ქაღალდი

ავთენტურობა
დედანი
დაცულობის ადგილი
საქართველოს ეროვნული არქივი, საისტორიო ცენტრალური არქივი.
შიფრი
1448/459
ძველი სააღრიცხვო-საარქივო ნომერი
1
მასალა

ქაღალდი მონაცრისფერო, დაწერილი შავი და ყავისფერი მელნით 

ფორმა
კოდექსი
კეფების/ფურცლების რაოდენობა
1
ზომები
155X189
დამწერლობის სახეობა
  • მხედრული
განკვეთილობა

 წერტილი ადგილ ადგილ

მდგომარეობა

მოღწეულია სრული სახით, რესტავრირებული

მითითებული თარიღი

ქორონიკონსა უΩთ  (1781), ღვინობისთვის კვ (ოქტომბრის 26)   

ხელრთვა
ბეჭედი
შენიშვნა

1. ბეითალმანი (არაბ) - ამოვარდნილი, უპატრონო ადგილი, სახლ-კარი; უმემკვიდრეოდ დარჩენილი ამოწყვეტილი ოჯახის ადგილ-მამული.

2. თუშმალი - სამეფო სამზარეულოს მოხელე, მზარეულების უფროსი. ,,სურსათის მიმცემი მოხელე“, ,,მოხელე, რომელიც აგემოვნებს საჭმელს და შემდეგ მიართმევს მეფეს“ . მზარეულთუხუცესი. იგი ამარაგებს სამზარეულოს პროდუქტებით და თვალყურს ადევნებს მათ წესის მიხედვით დახარჯვაზე, ოთხი თუშმალი ემსახურებოდა მეჯლისს. ისინი აკონტროლებდნენ სამზარეულოში მომუშავე  მზარეულებს,  წყლის მზიდავებს, მეშეშეებს, მეთეფშეებს და სხვა.

3. მოურავი  - ეკონომი, მეურვე დანიშნული სამეფო ხელისუფლების მიერ. საბუთებში გვხვდება X-XI სს-დან. XVIII ს-ში მოურავის ფუნქციები გაიზარდა და იგი  მმართველობის ადგილობრივი აპარატის მოხელეა ქალაქსა და სოფელში  ითავსებდა სასამართლო მოხელის ფუნქციასაც. სოფლის მოურავი ინიშნებოდა  სამეფო ხელისუფლების მიერ. XVIII ს-ის ქართლა და კახეთში 38-38  მოურავი იყო   და ჰყავდათ მოურავთუხუცესი. ეს თანამდებობა არ იყო მემკვიდრეობითი.

4. მინაწერები v-ზე: ა.) ქ. ეს წიგნები მეფის ირაკლის ოქმებია; ბ.) თუშმალიშვილებისა".

3. პირი, ფ.1461, 7/30, 15r.