ქაღალდი
ქაღალდი ღია ყავისფერი, დაწერილი შავი მელნით
წერტილი ყოველი სიტყვის შემდეგ
მოღწეულია სრული სახით, კარგ მდგომარეობაში
ქორონიკონსა უნვ (1768), თიბათვის ზ (ივნისის 7)
ერეკლე II; მდივანბეგები: იოანე ორბელიანი, ქაიხოსრო ენდრონიკაშვილი, ფარსადან ციციშვილი, მდივანი იესე ბარათაშვილი
ისიდორე დოლიძე, ქართული სამართლის ძეგლები, ტ.IV, 1972 წ. გვ.564-565.
1. მდივანბეგი (თურქ. სპარს.) - სამეფოს უმაღლესი მსაჯული; სასამართლოს თავმჯდომარე მეფის მუდმივი მოსამართლე; მსაჯულთუხუცესი. მრჩეველი. პირველად იყვნენ ცოტანი, XVIII ს.ში ოცდაათს გადააჭარბა.
2. მოქალაქე - იგულისხმებოდა თბილისში მცხოვრები ვაჭრები და ხელოსნები. ერეკლე II ხელს უწყობდა მოქალაქე ვაჭარ-ხელოსანთა უფლებრივ მდგომარეობას, რადგან მათ მიერ შექმნილი დოვლათი აძლიერებდა ქვეყნის ეკონიმიკას. 1770 წ. მეფე ერეკლემ დააკანონა მათთვის ხელსაყრელი საკუთრების ქალაქური წესი - უშვილოდ გარდაცვლილი მოქალაქის ქონება მეფეს აღარ მიჰქონდა, როგორც ეს ძველად იყო, არამედ მოქალაქის თუნდაც შორეულ მემკვიდრეს რჩებოდა.