ქაღალდი
ქაღალდი მონაცრისფერო, დაწერილი შავი და ყავისფერი მელნით
წერტილი ადგილ ადგილ
მოღწეულია სრული სახით, რესტავრირებული
ქორონიკონსა უΩთ (1781), აგვისტოს ზ (7)
პირი, ფ. 1461, რვ. 13/111, გადაწერილი პოლიევკტოს კარბელაშვილის მიერ 1885წ. სოფელ ახაშენში გიჟიმყრელების ოჯახში.
მოურავი - ეკონომი, მეურვე დანიშნული სამეფო ხელისუფლების მიერ. საბუთებში გვხვდება X-XI სს-დან. XVIII ს-ში მოურავის ფუნქციები გაიზარდა და იგი მმართველობის ადგილობრივი აპარატის მოხელეა ქალაქსა და სოფელში ითავსებდა სასამართლო მოხელის ფუნქციასაც. სოფლის მოურავი ინიშნებოდა სამეფო ხელისუფლების მიერ. XVIII ს-ის ქართლა და კახეთში 38-38 მოურავი იყო და ჰყავდათ მოურავთუხუცესი. ეს თანამდებობა არ იყო მემკვიდრეობითი.