ქაღალდი
ქაღალდი ღია ყავისფერი, დაწერილი შავი მელნით
წერტილი ადგილ-ადგილ
მოღწეულია სრული სახით, კარგ მდგომარეობაში
ქორონიკონსა უΩვ (1778), იანვრის იზ(17)
ერეკლე II, მდივანბეგები: თეიმურაზ ციციშვილი, იოანე ორბელიანი; მდივნები: სულხან თუმანიშვილი, სულხან ბეგთაბეგიშვილი; იესე (სავარაუდოდ მოხელე)
ისიდორე დოლიძე, ,,ქართული სამართლის ძეგლები“, ტ.V, 1974 წ. გვ.47-48
დიკასტერია (ბერძ. ნაფიც მსაჯულთა სასამართლო ძველ ათენში) - ქართლ-კახეთის სამეფოში საკათალიკოსოსთან არსებული უმაღლესი სასამართლო ორგანო, რომელიც დაარსა ანტონ I-მა დაახლოებით 1771 წ. დიკასტერიის მთავარი საზრუნავი იყო სარწმუნოების, საეკლესიო კანონების და ქონების დაცვა. მის შემადგენლობაში 11 სასულიერო პირი შედიოდა. სადავო საქმეებს სამი ან ხუთი წევრი იხილავდა. ირჩეოდა საეკლესიო კანონების დარღვევის მიზეზები, განქორწინების, ქორწინების გარეშე დანაშაულებრივი კავშირს, გაყრას საერო და სასულიერო პირები ერთად არჩევდნენ. მეფის სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენს ემატებოდა საეკლესიო კანონით დაწესებული რელიგიური სასჯელი.