ქაღალდი
ქაღალდი ღია ყავისფერი, დაწერილი შავი მელნით
წერტილი ყოველი მესამე სიტყვის შემდეგ
მოღწეულია სრული სახით, რესტავრირებული
ჩღოჰ (1778), იანვრის გ (3)
არქიმანდრიტი სტეფანე, სვეტიცხოვლის დეკანოზი გიორგი, არქინოტარი დავითი, კარის დეკანოზი ნიკოლოზი
ისიდორე დოლიძე, ქართული სამართლის ძეგლები, ტ.V, 1974 წ. გვ.46-47
1. მინაწერი V-ზე: 1. N205 სიონისა. 2. Каталикоской Дикастерии.
2. დიკასტერია (ბერძ. ნაფიც მსაჯულთა სასამართლო ძველ ათენში) - ქართლ-კახეთის სამეფოში საკათალიკოსოსთან არსებული უმაღლესი სასამართლო ორგანო, რომელიც დაარსა ანტონ I-მა დაახლოებით 1771 წ. დიკასტერიის მთავარი საზრუნავი იყო სარწმუნოების, საეკლე3სიო კანონების და ქონების დაცვა. მის შემადგენლობაში 11 სასულიერო პირი შედიოდა. სადავო საქმეებს სამი ან ხუთი წევრი იხილავდა. ირჩეოდა საეკლესიო კანონების დარღვევის მიზეზები, განქორწინების, ქორწინების გარეშე დანაშაულებრივი კავშირს, გაყრას საერო და სასულიერო პირები ერთად არჩევდნენ. მეფის სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენს ემატებოდა საეკლესიო კანონით დაწესებული რელიგიური სასჯელი.