ქართული ისტორიული საბუთების კატალოგი

ბრძანება ერეკლე II-ისა ლაშქარნივის მანუჩარ თუმანიშვილისადმი, ტეტია გარსევანიშვილთან ერთად არაგვისა და ქსნის ხეობის ხალხის უდანაკარგოდ აღწერის და უზუსტობის შემთვევაში მათი ქვეყნის მოღალატეებად გამოცხადების შესახებ

საუკუნე
XVIII
წელი
1781 წ. 4 ივლისი.
ტექსტის მატარებელი

ქაღალდი

ავთენტურობა
დედანი
დაცულობის ადგილი
საქართველოს ეროვნული არქივი, საისტორიო ცენტრალური არქივი.
შიფრი
1448/495
ძველი სააღრიცხვო-საარქივო ნომერი
233
მასალა

ჭვირნიშნიანი ქაღალდი მოთეთრო, დაწერილი შავი მელნით 

ფორმა
კოდექსი
კეფების/ფურცლების რაოდენობა
1
ზომები
167X167
დამწერლობის სახეობა
  • მხედრული
განკვეთილობა

წერტილი ადგილ ადგილ

მდგომარეობა

მოღწეულია სრული სახით, კარგ მდგომარეობაში 

მითითებული თარიღი

ქორონიკონსა უΩთ  (1781), მკათათვის დ (ივლისის 4)   

ხელრთვა
ბეჭედი
შენიშვნა

1. ლაშქარნივისი– ,,საქართველოს სამხედრო კანცელარიის მოხელე, ლაშქრის მწერალი და ანგარიშის შემნახველი" - ჩამოყალიბდა ერეკლე II-ის მიერ ჩატარებული სამხედრო რეფორმების შედეგად; ევალებოდა მოსახლეობის აღწერა, ჯარში გასაწვევი ხალხის სიების შედგენა, სამხედრო ხასიათის მიმოწერის წარმოება, ჯარისთვის ჯამაგირის გაცემა; XVIII ს-ში  ქართლ-კახეთის სამეფოში ექვსი ლაშქარნივისი ყოფილა

2. პირი, ფ. 1461, 9/7, 4r.