ქართული ისტორიული საბუთების კატალოგი

არზა მსაჯულ იესე ბარათაშვილისა, განაჩენით მიკუთვნებული მიწების გამიჯვნის თაობაზე ოქმი ერეკლე II-ისა მდივანბეგ თეიმურაზის და ნაიბეშიკაღასბაშ-ყორიასაულბაშ ზაზასადმი, სამართლის მიხედვით მიჯნების დადგენის შესახებ

საუკუნე
XVIII
წელი
1781 წ. 12 ივნისი
ტექსტის მატარებელი

ქაღალდი

ავთენტურობა
პირი
დაცულობის ადგილი
საქართველოს ეროვნული არქივი, საისტორიო ცენტრალური არქივი.
შიფრი
1450, 26/22; 17v-18r
მასალა

ქაღალდი ნაცრისფერი, დაწერილი შავი მელნით

ფორმა
კოდექსი
კეფების/ფურცლების რაოდენობა
2
დამწერლობის სახეობა
  • მხედრული
მდგომარეობა

მოღწეულია სრული სახით, კარგ მდგომარეობაში 

მითითებული თარიღი

ქორონიკონსა უΩთ  (1781), ივნისის იბ (12) 

ბეჭედი
შენიშვნა

1. რეგისტრირებულია რუსეთის ადმინისტრაციის მიერ 1821 წ. 15 იანვარს, სოვეტნიკი გაბრიელ რატიევი.

2.  მინაწერი რეგისრაციაზე: ,,ნამდვილი წერილი მივიღე, თ(ავადი) მსაჯულის შვილი დავით ბარათოვი".

3. მდივანბეგი (თურქ. სპარს.) -  სამეფოს უმაღლესი მსაჯული, უფროსი მოსამართლე; სასამართლოს თავმჯდომარე, მეფის მუდმივი მოსამართლე; მსაჯულთუხუცესი. მრჩეველი. პირველად იყვნენ ცოტანი, XVIII ს.ში ოცდაათს გადააჭარბა.

4. ეშიკაღასბაში (ოსმალ. ეშიკ - ზღურბლი.  აღა - ბატონი, ბაში - თავი)  – იგივე მანდატურთუხუცესი, მეფის კარზე წესრიგის მეთვალყურე საპოლიციო აპარატის მოხელე; მეფის კარის დაცვის უფროსი.   ეშიკაღასბაშის მოვალეობაში შედიოდა სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის სისრულეში მოყვანა. იასაულების გაგზავნა სამართლის აღსასრულებლად. ვახტანგ მეფის სამართლის წიგნის მიხედვით ეშიკაღასბაშს ევალებოდა გაფანტულიყმების მოგროვება და პატრონისთვის დაბრუნება. სამეფო ეშიკაღასბაშის გარდა იყო ორი სახის ეშიკაღასბაში: ხალვათხანის/ქარხნების (ორი) და  არმის/სასახლის (ორი).   ეშიკაღასბაში როგორც ტერმინი XVII ს-ში როსტომ მეფემ შემოიღო. ექვემდებარებოდნენ: ბოქაულთუხუცესი, ბოქაული, სოიბათიასაული, ყორიასაული, იასაული, მემანდარი, ყაფიჩი.  ძირითადად სასახლის მოხელეებად ითვლებოდნენ, თუმცა ტერიტორიულ-ადმინისტრაციულ მოხელეებადაც (კახეთის, ქართლის) იყვნენ. ყველა სახის ეშიკაღასბაში საპოლიციო აპარატის მოხელეები არიან.

5. ნაიბეშიკაღასბაშის - ეშიკაღასბაშის მოადგილე. ეშიკაღასბაშს რამდენიმე მოადგილე ჰყავდა

6. ყორიასაულბაში (თურქ.)  - პოლიციის ხელჯოხიანი (,,პყრობისა და რისხვის")  საპატიო მოხელე, იასაულების უფროსი; ეძლეოდა მნიშვნელოვანი საგარეო ხასიათის დავალებები. სავარაუდოდ ყორიასაულბაშებს ელჩებად აგზავნიდნენ მეზობელ ქვეყნებში. ეშიკაღასბაშის მოადგილე.