ქართული ისტორიული საბუთების კატალოგი

განაჩენი ჯიმშერ ერისთავისა გამოტანილი ერეკლე II-ის ბრძანებით, გიორგი ბაბადიშის და მამუკა საგინაშვილის სადავო მამულის გაყოფის შესახებ

საუკუნე
XVIII
წელი
1753 წ. 9 დეკემბერი
ტექსტის მატარებელი

ქაღალდი

ავთენტურობა
დედანი
დაცულობის ადგილი
საქართველოს ეროვნული არქივი, საისტორიო ცენტრალური არქივი.
შიფრი
1448/988
მასალა

ქაღალდი მოყვითალი ღია ყავისფერი ლაქებით, დაწერილი შავი მელნით

ფორმა
კოდექსი
კეფების/ფურცლების რაოდენობა
1
ზომები
400X198
დამწერლობის სახეობა
  • მხედრული
განკვეთილობა

 წერტილი ყოველი სიტყვის შემდეგ

მდგომარეობა

მოღწეულია სრული სახით, კარგ მდგომარეობაში 

მითითებული თარიღი

ქორონიკონსა უმა  (1753), დეკემბრის თ (9), ქრისტეს აქეთ ჩღნგ (1753) 

დამტკიცება

ჯიმშერ ერისთავი

ხელრთვა
ბეჭედი
გამოცემები

ისიდორე დოლიძე, ქართული სამართლის ძეგლები, ტ.II, 1972 წ. გვ.422-423

შენიშვნა

ბაბადიში - კახელი თავადების გვარი. ეს გვარი იმ დროს დაწინაურდა, როდესაც კახეთში სპარსელები ბატონობდნენ. ბაბადიშებს რწმენა შეცვლილი ჰქონიათ, რაც იმას ნიშნავდა, რომ რამდენიმე ცოლის ყოლის უფლება ჰქონდათ. გადმოცემის მიხედვით, ბაბადიშები მესამე თუ მეოთხე ცოლის შთამომავლები იყვნენ. ერთი შეხედვით, ბაბადიში უცხო სიტყვების კომპოზიციაა, მაგრამ სიტყვა "ბაბა" საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ბაბუას ნიშნვს, ზოგან კი - მამასაც ეძახიან. "ბაბა დიდი" კი ნიშნავს "დიდ მამას" ანუ - "პაპას". ეს ძალიან მცირერიცხოვანი გვარია.