ქართული ისტორიული საბუთების კატალოგი

არზა იესე სოლაღაშვილისა, მანუჩარ სოლაღაშვილის საუფროსო წილიდან მის მიერ ნაყიდი მამულის სრულად მიღების თაობაზე ოქმი ერეკლე II-ის ბატონიშვილებისადმი, სოლაღაშვილების გაყრაზე გამოტანილი განაჩენის თავიდან განხილვისა და სიმართლის დადგენის შესახებ

საუკუნე
XVIII
წელი
1781 წ. 15 აპრილი.
ტექსტის მატარებელი

ქაღალდი

ავთენტურობა
პირი
დაცულობის ადგილი
საქართველოს ეროვნული არქივი, საისტორიო ცენტრალური არქივი.
შიფრი
1450, 26/29, 30v-31r
მასალა

ქაღალდი ცისფერი, დაწერილი შავი მელნით.

ფორმა
კოდექსი
კეფების/ფურცლების რაოდენობა
2
დამწერლობის სახეობა
  • მხედრული
მდგომარეობა

მოღწეულია სრული სახით, კარგ მდგომარეობაში.

მითითებული თარიღი

ქორონიკონსა უΩთ  (1781), აპრილის იე (15).

ბეჭედი
შენიშვნა

1. რეგისტრირებულია რუსეთის ადმინისტრაციის მიერ 1821 წ. 15 იანვარს, სოვეტნიკი გაბრიელ რატიევი.

2. რუსული მართველობის მიერ გადაწერილი დედნის მიღებას ადასტურებს დავით ბარათოვი: ,,ნამდვილი წერილი მივიღე; მსაჯულისშვილი დავით ბარათოვი".

3.  საუფროსო - გაყრისას ქონების თანასწორად გაყოფის წინ უფროსი ძმისთვის მიკუთვნებული ქონების ნაწილი - ყოველ ოც კომლ გლეხზე ერთი საუკეთესო კომლი.

4. კომლი/საკომლო - გლეხის მეურნეობის ერთეული -  ,,საგლეხო მამული" ანუ ,,საკომლო". საქართველოს სხვადასხვა კუთხეში საკომლოს რაოდენობა განსხვავებული იყო იმის მიხედვით თუ რა დარგი იყო განვითარებული, ან მიწის ნაყოფიერება როგორი იყო.