ქართული ისტორიული საბუთების კატალოგი

შილდაში მცხოვრები სახასო ყმების ჩახტაურების წყალობის წიგნი ერეკლე II-ისა მორდალ გიორგი სოლომონის ძე გურგენიძისადმი

საუკუნე
XVIII
წელი
1781 წ. 10 მარტი.
ტექსტის მატარებელი

ქაღალდი

ავთენტურობა
პირი
დაცულობის ადგილი
საქართველოს ეროვნული არქივი, საისტორიო ცენტრალური არქივი.
შიფრი
1449/1463
ძველი სააღრიცხვო-საარქივო ნომერი
5
მასალა

ჭვირნიშნიანი ქაღალდი მწვანე, დაწერილი ყავისფერი მელნით 

ფორმა
კოდექსი
კეფების/ფურცლების რაოდენობა
2
ზომები
358X220; რესტავრაციის შემდეგ: 365X235
დამწერლობის სახეობა
  • მხედრული
განკვეთილობა

წერტილი და მძიმე ადგილ ადგილ

მდგომარეობა

მოღწეულია სრული სახით, რესტავრირებული

მითითებული თარიღი

ქორონიკონსა უΩთ  (1781), მარტის ი (10) 

დამტკიცება

დედოფალი დარეჯანი, ბატონიშვილები: გიორგი, იულონი, ვახტანგი, იოანე და ბაგრატი; გიორგი XII

ბეჭედი
დამწერი
გამოცემები

ერეკლე II-ის მიერ გაცემული საბუთები, 1736-1797 წლები, 2008 წ. გვ.127

შენიშვნა

1. 1797 წ. 9 აპრილს ერეკლე II-ემ  წყალობა განუახლა  მორდალ იროდიონ გურგენიძეს, აღამაჰმად ხანის შემოსევის დროს მოკლული მორდალი გიორგის შვილს.

2. მინაწერი გადამწერის ხელით,, ასლთან სწორედ გადმოვსწერე კოლეჟსკი სეკრეტარი თ(ავად)ი შიოშ თუმანოვი“.

3. პირი,  ფ.1450, 17/135, გვ.137r-139v.

4. მორდარი/მურდარი/ მორდალი(სპარს.) - სამეფო და სამდივნო ბეჭდების მცველი და საბუთზე ბეჭდის დამსმელი. ექვემდებარებოდა სახლთუხუცესს.  XVIII ს-ში ორი მორდარი ყოფილა ერთი ქართლში და მეორე კახეთში. ერთადერთი მოხელეა ვისაც ბეჭედი ებარა.მორდარი ჰყავდა დედოფალსაც და მეფესაც, ჰგავს მუსტოფის სარგოს. მორდარი ჰყავდა დედოფალსაც და მეფესაც.

5. სახასო - 1. სამეფო საკუთრება; 2.ფეოდალის სახლის საერთო-საგვარეულო ქონება.