ქაღალდი
ქაღალდი ცისფერი, დაწერილი შავი მელნით
წერტილი ტექსტის ბოლოს
მოღწეულია სრული სახით, კარგ მდგომარეობაში
ქორონიკონსა უპა (1793), მკათათვის კზ (ივლსის 27)
1.მდივანი (არაბ. - სახელმწიფო საბჭო, სამეფო კანცელარია) - საპატიო მოხელე, რომელიც სამეფო კარზე და სახელმწიფო დაწესებულებებში ადგენდა სხვადასხვა სახის დოკუმენტებს; საამისოდ ის გადიოდა საგანგებო მომზადებას; მდივნისათვის აუცილებელ ძირითად მოთხოვნას წარმოადგენდა: დიდი განათლება, ენების ცოდნა და სამდივნო საქმეში დახელოვნება. ყველა მდივანი თანაბარი უფლებებით სარგებლობდნენ და ,,უხუცესი" არ ჰყავდათ. ქართლ-კახეთში ექვსი მდივანი ჰყოლიათ. ერეკლე II-ის დროს მათი რიცხვი ათამდე გაზრდილა. მდივანი არა მარტო ადგენდა საბუთებს, არამედ უშუალო მონაწილეობასაც ღებულობდა ამა თუ იმ ღონისძიების გატარებაში. ქართლ-კახეთში 6 მდივანი ყოფილა. შემდეგში ერეკლეს დროს მათი რიცხვი გაიზარდა 10/11 მდივნამდე. მდივნობა შემოსავლიანი და საპატიო სახელო იყო. მდივნობა მემკვიდრეობით გადადიოდა.
2.სარგო - მნეთა სარგებელი; შემოსავალი, შესამატი.
3. ულუფა - სარჩო, გარდაკვეთილი საზრდო; ჯამაგირი ხორაგით; დღიური სარჩო.