ქართული ისტორიული საბუთების კატალოგი

არზა თოფჩიბაშ პაატასი, სახლიკაც სოლომონთან წისქვილზე წამოჭრილი დავის სასამართლოში გარჩევის თაობაზე ოქმი ერეკლე II-ის კახეთის მოსამართლეებისა და მდივნებისადმი, დავის განხილვის და საქმის სამართლიანად გადაწყვეტის შესახებ

საუკუნე
XVIII
წელი
1780 წ. 14 აგვისტო.
ტექსტის მატარებელი

ქაღალდი

ავთენტურობა
დედანი
დაცულობის ადგილი
საქართველოს ეროვნული არქივი, საისტორიო ცენტრალური არქივი.
შიფრი
1448/3008
მასალა

ჭვირნიშნიანი ქაღალდი თეთრი, დაწერილი შავი მელნით. 

ფორმა
კოდექსი
კეფების/ფურცლების რაოდენობა
1
ზომები
 148X103
დამწერლობის სახეობა
  • მხედრული
განკვეთილობა

წერტილი ადგილ ადგილ.

მდგომარეობა

მოღწეულია სრული სახით, კარგ მდგომარეობაში. 

მითითებული თარიღი

ქორონიკონსა უΩჰ  (1780), მარიამობის იდ (14). 

ხელრთვა
ბეჭედი
შენიშვნა

1. თოფჩიბაში (სპარს.) სამხედრო მოხელე, მეთოფე ჯარისკაცების მეთაური; ეს თანამდებობა   XVIII ს-ის მეორე ნახევარში დამკვიდრდა ერეკლე  II-ეს დროს.

2.  მდივანი (არაბ. - სახელმწიფო საბჭო, სამეფო კანცელარია) - საპატიო მოხელე, რომელიც სამეფო კარზე და სახელმწიფო დაწესებულებებში  ადგენდა სხვადასხვა სახის დოკუმენტებს; საამისოდ ის გადიოდა საგანგებო მომზადებას; მდივნისათვის აუცილებელ ძირითად მოთხოვნას წარმოადგენდა: დიდი განათლება, ენების ცოდნა და სამდივნო საქმეში დახელოვნება. ყველა მდივანი თანაბარი უფლებებით სარგებლობდნენ და ,,უხუცესი" არ ჰყავდათ. ქართლ-კახეთში ექვსი მდივანი ჰყოლიათ. ერეკლე II-ის დროს მათი რიცხვი ათამდე გაზრდილა. მდივანი არა მარტო ადგენდა საბუთებს, არამედ უშუალო მონაწილეობასაც ღებულობდა ამა თუ იმ ღონისძიების გატარებაში.  მდივნობა შემოსავლიანი და საპატიო სახელო იყო. მდივნობა მემკვიდრეობით გადადიოდა.

3. მოასილი (იგივე მზევალი) - გადასახადების ამკრეფი, დაბალი ჩინის საპოლიციო აპარატის მოხელე, იასაულის მსგავსი, შედიოდა ეშიკაღასბაშის დაქვემდებარებაში.

4. წისქვილი - ძლიერი სოფლის აუცილებელი შემადგენელი ნაწილი, უკვე \++ ს-დან. წისქვილი განსაზღვრავდა სოფლის ეკონომიკურ სიძლიერეს. დიდ სოფლებში ზოგჯერ ორი ან სამი წისქვილი იყო და რამდენიმე სოფელს ემსახურებოდა. ამიტომ მეწისქვილეობა რთული და საპასუხისმგებლო საქმიანობა იყო და იგი მეტწილად თავისუფლდებოდა საფეოდალო და საეკლესიო  გადასახადებისგან. სოფლის გაყიდვის ან შეწირვის შემთხვევაში, სათანადო საბუთში წისქვილი აუცილებლად აღინიშნებოდა. განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა მდინარე მტკვარზე გამართულ წისქვილებს.