ქართული ისტორიული საბუთების კატალოგი

ერევნიდან ჩამოყვანილი ხუთი კომლის წყალობის წიგნი ერეკლე II-ისა სამეფო აზნაურ ერასტი ნამორაძისადმი, ხერთვისის და ყვარელის ციხეებიდან მტრის განდევნაში მონაწილეობის საჯილდაოდ

საუკუნე
XVIII
წელი
1780 წ. 12 აგვისტო
ტექსტის მატარებელი

ქაღალდი

ავთენტურობა
პირი
დაცულობის ადგილი
საქართველოს ეროვნული არქივი, საისტორიო ცენტრალური არქივი.
შიფრი
1450, 37/43, 19r-20v
მასალა

ქაღალდი ცისფერი, დაწერილი შავი მელნით.

ფორმა
კოდექსი
კეფების/ფურცლების რაოდენობა
2
დამწერლობის სახეობა
  • მხედრული
მდგომარეობა

მოღწეულია სრული სახით, კარგ მდგომარეობაში .

მითითებული თარიღი

ქორონიკონსა უΩჰ  (1780), აგვისტოს იბ (12) .

ბეჭედი
დამწერი
შენიშვნა

1. რეგისტრირებულია რუსეთის ადმინისტრაციის მიერ 1823 წ. 8 თებერვალს, სოვეტნიკი გაბრიელ რატიევი.

2. აზნაური - პრივილეგირებული მიწათმოქმედი უკვე V ს.-ში, XV ს-დან ძირითადი მასა ფეოდალებისა, პირდაპირ დამოკდებული მეფეზე, თავადებზე და ეკლესიაზე. იყო ოთხი კატეგორია: სამეფო, სადედოფლო, სათავადო და საეკლესიო.

3. კომლი/საკომლო - გლეხის მეურნეობის ერთეული -  ,,საგლეხო მამული" ანუ ,,საკომლო". საქართველოს სხვადასხვა კუთხეში საკომლოს რაოდენობა განსხვავებული იყო იმის მიხედვით თუ რა დარგი იყო განვითარებული, ან მიწის ნაყოფიერება როგორი იყო.