ქაღალდი
ჭვირნიშნიანი ქაღალდი ცისფერი, დაწერილი შავი მელნით.
წერტილი ყოველი სიტყვის შემდეგ.
მოღწეულია სრული სახით, კარგ მდგომარეობაში.
ქორონიკონსა უΩჰ(1780), თიბათვის იგ (13).
1. გვიანდელი მინაწერები განსხვავებული მელნით და ხელით: ა) ,,ქ. ამისი ასლიდამ შევამოწმეთ ჭეშმარიტებით, მსაჯული თ(ავად)ი ზაქარია თუმანოვი“.
ბ). ,,ასლიდამ წაკითხულისა პირი არს, რომელიც მე წავიკითხე უპრავის მწერალმა გრიგოლ ამიროვმა“.
2. შენიშვნა: არზის და ოქმის თარიღში ცდომილებაა: არზა დათარიღებულია 1790 წლით, ხოლო ოქმი1780 წლით რაც მიუღებელია; სავარაუდოდ არზის თარიღი გადამწერის შეცდომაა.
3. ნაცვალი - მოხელე, ვისიმე მოადგილე. ნაცვლებად მცირე შეძლების აზნაურები ინიშნებოდნენ. ისინი მეთვალყურეობას უწევდნენ ქალაქში წესრიგის დაცვას; სოფლად - მოურავის მოადგილე. ამასთანავე ევალებოდათ უცხო ქვეყნებში წამსვლელ-მომსვლელთა თვალის მიდევნება, რის შესახებაც ყოველდღიურ ანგარიშს აბარებდა მოურავს. გარდა ამისა ევალებოდა ვაჭრების მიერ ვაჭრობის წესების დაცვის მეთვალყურეობა. იგი წესრიგს ამყარებდა დოღისა და საერთოდ საზოგადოებრივი გართობის ადგილებში. მას ზომები უნდა მიეღო ხანძრისა და ეპიდემიების შემთხვევაში.
4. სახელო - მოხელის მიერ შესასრულებელი მოვალეობა. თანამდებობა.