ქართული ისტორიული საბუთების კატალოგი

სითარხნის წყალობის წიგნი ერეკლე II-ისა თუშმალ დათუნასადმი. გაათავისუფლა ყველა გამოსაღებისაგან გარდა ლაშქარნადირობისა

საუკუნე
XVIII
წელი
1780 წ. 30 აპრილი
ტექსტის მატარებელი

ქაღალდი

ავთენტურობა
პირი
დაცულობის ადგილი
საქართველოს ეროვნული არქივი, საისტორიო ცენტრალური არქივი.
შიფრი
1450, 49/57, 35rv
მასალა

ქაღალდი ნაცრისფერი, დაწერილი შავი მელნით.

ფორმა
კოდექსი
კეფების/ფურცლების რაოდენობა
2
დამწერლობის სახეობა
  • მხედრული
მდგომარეობა

მოღწეულია სრული სახით, კარგ მდგომარეობაში.

მითითებული თარიღი

ქორონიკონსა უΩჰ  (1780), აპრილის ლ (30) 

დამტკიცება

გიორგი XII

ბეჭედი
დამწერი
გამოცემები

ერეკლე II-ის მიერ გაცემული საბუთები, 1736-1797 წლები, 2008 წ.

შენიშვნა

1. რეგისტრირებულია რუსეთის ადმინისტრაციის მიერ 1825 წ. 22 იანვარს, სოვეტნიკი დიმიტრი თარხანოვი.

2. მინაწერი რეგისტრაციაზე: ,,ასლი წერილი მივიღე მღვდელი სოლომონ თუშმალოვი".

3. თარხნობა/სითარხნე (სპარს.) - გადასახადისსგან გათავისუფლება, ეს ტერმინი შემოვიდა მონღოლთა ბატონობის შემდეგ ქართული ,,შეუვალობის სიგელის" სანაცვლოდ, რომელიც ნიშნავდა შეწყალებულ გადასახადს.

4. თუშმალი - სამეფო სამზარეულოს მოხელე, მზარეულების უფროსი. ,,სურსათის მიმცემი მოხელე“, ; ,,მოხელე, რომელიც აგემოვნებს საჭმელს და შემდეგ მიართმევს მეფეს“ . მზარეულთუხუცესი. იგი ამარაგებს სამზარეულოს პროდუქტებით და თვალყურს ადევნებს მათ წესის მიხედვით დახარჯვაზე, აგრეთვე  ოთხი თუშმალი ემსახურებოდა მეჯლისს. ისინი აკონტროლებდნენ სამზარეულოში მომუშავე  მზარეულებს, ჯასბებს, წყლის მზიდავებს, მეშეშეებს, მეთეფშეებს და სხვა.

5.ლაშქარნადირობა - სამეფო ნადირობის დროს სამხედრო სავალდებულო საომარი ვარჯიში. ნადირობისას მონადირეები სწავლობდნენ მარჯვე სროლას, სიმკვირცხლეს, განსაცდელის ატანას, დისციპლინას. ამიტომ მეფე არავის ათავისუფლებდა ლაშქარნადირობისგან მოხუცებისა და უძლურების გარდა.

6. გამოსაღები - სავალდებულო  გადასახადი; ხარკი, ბეგარა.